რუსეთი უკრაინას სასურსათო ემბარგოს უწესებს
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან სასურსათო ემბარგოს დააწესებს.
„იმის გამო, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დამცავი ღონისძიებების სახით უკრაინის მიმართ სასურსათო ემბარგო დავაწესოთ. ის რეჟიმი პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, – აცხადებს ულიუკაევი.
მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოებას, რომლის წინააღმდეგ რუსეთი კონტრსანქციებს აწესებს.