სერგო თეთრაძის საქმეზე ირაკლი ალასანია მოწმის სახით არ დაიკითხება

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას ადვოკატების შუამდგომლობა ირაკლი ალასანიას მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე საქმის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ლელა შკუბულიანმა პროცესზე განმარტა, შუამდგომლობა არასათანადო დასაბუთების გამო არ დაკმაყოფილდა.
მოსამართლე შკუბულიანმა სერგო თეთრაძის საქმეზე არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატების არც სხვა შუამდგომლობები. კერძოდ, ახალაიას ადვოკატები მოითხოვდნენ, შეწყვეტილიყო ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე საქმეში მტკიცებულების სახით დართულიყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც, ადვოკატების თქმით, საუბარია, რომ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ბაჩო ახალაიას მიმართ უკანონოა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებები საფუძვლის არარსებობითა და სათანადო დაუსაბუთებლობით ახსნა. შემდეგი სასამართლო პროცესი, 21 იანვარს, 11.00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები