“პროკრედიტ ბანკი” ერთ კვირაში 2-ჯერ დააყაჩაღეს – პეკინის ფილიალში დღეს სათამაშო იარაღით შეიჭრნენ
მიმდინარე კვირაში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი უკვე მეორედ დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა თბილისში, პეკინის გამზირზე “პროკრედიტ ბანკის” ფილიალი, არსებული ინფორმაციით, სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს.
როგორც “კვირას“ “პროკრედიტი ბანკის” მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, ყაჩაღობის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, თანხა სამივე ვალუტაშია წაღებული. თვითმხილველების ინფორმაციით კი, ბანკში სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ცნობისთვის, 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.