ძლიერი ქარის გამო თბილისის უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ძლიერი ქარის გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც “კვირას” თელასის „ცხელი ხაზის“ ოპერატორმა განუცხადა, ამ დროისათვის დენის გარეშეა დარჩენილი: დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანის მოსახლეობის ნაწილი. ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა სარკინეთის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო გლდანისა და დიღმის დასახლებაში ავარიულად გამოირთო ფიდერები, რამაც ელექტროენერგიის შეზღუდვა გამოიწვია.

ოპერატორის ინფორმაციით, ავარიულ უბნებში “თელასის” თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და სარემონტო სამუშაობს ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ სარკინეთის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ძლიერი ქარის შედეგად ხის ტოტი მოტყდა და ახალგაზრდა გოგონას თავში დაეცა. როგორც ადგილობრივებმა “კვირას” განუცხადეს, ამ წუთებშიც არსებობს საშიშროება, რომ ძლიერმა ქარმა მეორე ხეც მოგლიჯოს და საცხოვრებელ სახლებსა და ფეხით მოსიარულეებს საფრთხე შეუქმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები