კახა კახიშვილი: ამ თავხედურმა გამოწვევამ დიდი ამოცანის წინაშე დააყენა მთელი რიგი ქვეყნები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მინისტრმა პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტს დიდი ტრაგედია უწოდა. მისი თქმით, ამ თავხედურმა გამოწვევამ დიდი ამოცანის წინაშე დააყენა ქვეყნები.
„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, ერთ წამში შეიცვალა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება. არაფერს ვამბობ უკვე იმ დაღუპულების შესახებ, რომლებიც აღარ არიან ჩვენთან ერთად. არა მხოლოდ ოჯახების ცხოვრება, არამედ მთელი ქვეყნის მსოფლიოს ცხოვრება შეიცვალა, ვინაიდან ამ თავხედურმა გამოწვევამ დიდი ამოცანის წინაშე დააყენა მთელი რიგი ქვეყნები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები