ხულოში გზის ჩამოშლის შედეგად 4 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხულომდე მოძრაობა თავისუფალია, ხოლო, ხულოდან 5 კმ-ის ზემოთ გადაადგილება და 4 სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზება. გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს დროში დღესვე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები