საფრანგეთი ევროკავშირის პარტნიორებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს

პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ საფრანგეთმა ევროკავშირის პარტნიორებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
Le Figaro-ს ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდის თხოვნით მიმართა, კერძოდ, ეს ეხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში საფრანგეთის მონაწილეობას.
ეს თხოვნა მინისტრმა დაასაბუთა ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში სხვა ქვეყნების სოლიდარობის მუხლით.
„საფრანგეთი ვერ იქნება ამ საომარი ოპერაციების ერთადერთი მონაწილე“, – განაცხადა ლე დრიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები