გიგლა აგულაშვილი: საქართველო იდგება იქ, სადაც არის პროგრესი და შეებრძოლება ტერორიზმს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, საქართველო იდგება იქ, სადაც არის პროგრესი და, საქართველო მსოფლიოს სხვა პროგრესულ საზოგადოებასთან ერთად, ტერორიზმს შეებრძოლება. მინისტრის თქმით, საფრთხეები არ არის ახალი და ეს დღეს არ გაჩენილა.
“საფრთხეები არ არის ახალი და ეს საფრთხეები დღეს არ გაჩენილა. განსაკუთრებით თუ ვლაპარაკობთ ISIS-ზე. ეს საფრთხეები უკვე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა აწუხებდეს წესით პროგრესულ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში. არის ხოლმე გარკვეული მომენტები, როდესაც ხდება ამ საფრთხეების გამძაფრება და ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც იმ ტიპის გამოწვევა მიიღო პროგრესულმა საზოგადოებამ, რომელზეც მან საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველო იდგება იქ, სადაც არის პროგრესი და საქართველო მსოფლიოს სხვა პროგრესულ საზოგადოებასთან ერთად შეებრძოლება ტერორიზმს”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.