ISIS-თან კავშირის გამო, სუს-მა შესაძლოა, გარკვეულ პიროვნებებზეც დაიწყოს დევნა

ISIS-ის პროპაგანდისტული არაერთი ქართული გვერდი არსებობს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს – ამის შესახებ “მაესტროს ფაქტორში” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით.
“გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებგვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები