მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის – „ვალეს“ კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს.
„თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მათ ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი KATARIN FORTE აღმოაჩინეს, ხოლო თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად – პრეპარატი NUROFEN GOLD & FLU და პრეპარატი TYLOLHOT. ორივე მედიკამენტი ასევე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებას – ფსევდოეფედრინს. აღმოჩენილი მედიკამენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 41 აბი და 3 პაკეტი“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ორივე საქმე რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები