ადვოკატ მერი ცინარიძეს “ლავას ოღლის” გარმოცვასთან კავშირში ამხელენ

“პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, აჭარაში მოქმედი კრიმინალების ინტერესებს აქტიურად იცავს ადვოკატი მერი ცინარიძე, რომელიც, აჭარელი ბიზნესმენის თქმით, ქობულეთში „შავი სამყაროს“ წევრების დამცველის სახელით სარგებლობს.
წყარო ამბობს, რომ ადვოკატი და მისი მეუღლე ახლო კავშირით სარგებლობენ ე.წ. კანონიერ ქურდის ლავას ოღლის გარმოცვასთან.
მეტიც, ამავე წყაროს ინფორმაციით, ადვოკატი მერი ცინარიძე იცავს ლავას ოღლის დეიდაშვილის რომან კეკიეიშვილის და მისი გარემოცვის წევრებს.
ამავე წყაროს თქმით, მერი ცინარიძის მეუღლე, ლაშა ხოჯანაშვილი ასევე ქურდობების და იარაღის უკანონო ტარებისთვის არაერთხელ გაასამართლეს.11959967_858599397556899_6082887781696760430_n
“ეს ქალბატონი და მისი ქმარი ახლო კავშირებით სარგებლობენ “კანონიერ ქურდ” ლავას ოღლის გარმოცვასთან. მისი ქმარი ლაშა ხოჯანაშვილი ასევე ქურდობების და იარაღის უკანონო ტარებისთვის არაერთხელ გაასამართლეს, დაწყებული კომუნისტური პერიოდიდან, გაგრძელებული გამსახურდიას და შევარდნაძის მმართველობიდან და დამთავრებული სააკაშვილით. დავიჯერო ყველა ხელისუფლება ასე უკანონოდ დევნიდა? ყველა ქობულეთელმა იცის ისტორია, თუ როგორ გაიქცა ჯგუფურად ბადრაგირების დროს. რაც შეეხება თავად მერი ცინარიძეს, მისი კლიენტები არიან ლავას ოღლის დეიდაშვილი რომან კეკიეიშვილი და მისი გარემოცვის წევრები. ალბათ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე“,-აცხადებს ინფორმირებული წყარო.
თავად მერი ცინარიძე ლავას ოღლის ნათესავთან კავშირს ადასტურებს,თუმცა მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სამართალდამცავთა პროვოკაციად აფასებს.
“აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებია. თუ რაიმე დანაშაული აქვს ვინმეს ჩადენილი, ის უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩოები. ტაკიძე არ ფიგურირებს არცერთ ყაჩაღობაში. დაზარალებულებს იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ ჩვენი აქტიურობა მიმართულია იქითკენ, რომ ყაჩაღობის საქმე არ გაიხსნას. კი, ბატონო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუდგინდა მარუხიანის მოხმარება, მაგრამ ესეც გასარკვევია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს… – არანაირი კავშირი ლავას-ოღლისთან არც მე და არც ჩემს მეუღლეს არა გვაქვს. ეს არის პოლიციის წმინდა წყლის პროვოკაცია. პროვოკაცია პოლიციის მხრიდან, რომელიც ან დაზარალებულის სახელით დაგიკავშირდათ და თქვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ან ამ დაზარალებულს ალაპარაკებს სისულელეებს. არასდროს არც ლავას ოღლის დეიდაშვილის (რომან კეკიეიშვილის), არც მისი საახლობლოს დამცველი არ ვყოფილვარ. კეკიეიშვილის დაცვას ახორციელებს ადვოკატი ლექსო კობაიძე. პირადად რომანის არ ვიცნობ, თუმცა შეხება მაქვს მის დასთან, ეს აკრძალულია? რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, კი ბატონო ის წარსულში იყო ნასამართლევი, მაგრამ რისი დამტკიცება სურთ ამით, ჩემს საქმიანობასთან რა კავშირი აქვს ჩემი მეუღლის ნასამართლეობას?!“,-აცხადებს მერი ცინარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები