ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი. მძღოლს არ ჰქონდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ასევე, უკანონოდ იქნა მოპოვებული და გადატანილი ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში აღმოჩენილი მრგვალი მორი. შედგა შესაბამისი ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები