სიკვდილი პირდაპირ ეთერში – არაბი ტერორისტის საბედისწერო „რეპორტაჟი“ (+18)
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც სასტიკ მკვლელობებს იღებდა და ადგილიდან „რეპორტაჟებს“ გადასცემდა, მოკლულია. აბუ ლ-ჰაზმასთვის ერთ-ერთი ასეთი „რეპორტაჟის“ მომზადება საბედისწერო აღმოჩნდა. ტერორისტს თავის არეში ნაღმი მაშინ მოხვდა, როდესაც ის კამერის წინ პათოსით წარმოთქვამდა სიტყვებს – “ეს მნიშვნელოვანი ტერიტორია რევოლუციონერების კონტროლქვეშ არის“.
„რეპორტაჟს“ არაბული არხი პირდაპირ ეთერში უშვებდა. აბუ ლ-ჰაზმას ზედმეტსახელად „ჯიჰადის პიარშიკსაც“ უწოდებდნენ. ის სირიაში ტერორისტების დაჯგუფების წევრი და ცოტა ხნის წინ ავიადარტყმებისას მოკლული საველე მეთაურის აბუ სახას მარჯვენა ხელი იყო.
რაც შეეხება ტერორისტების ე.წ. ჟურნალისტს აბუ ლ-ჰაზმას, ის მძევლების სიკვდილით დასჯის „რეპორტაჟებს“ იღებდა და როგორც უცხოური მედია წერს, ხშირად მათ წამებაში თავადაც მონაწილეობდა. აბუ ლ-ჰაზმა ერაყში, ქურთი მძევლების ცოცხლად დაწვის კადრებშიც ჩანს.