პუტინი ტერორისტულ საფრთხესთან საბრძოლველად ძალების გაერთიანების ინიციატივით გამოდის

“ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ძალების გაერთიანების ინიციატივით ,რათა ეფექტურად ვებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა, რომელიც თურქეთში იმართება.

პუტინმა მომხდარი ტრაგედიის გამო დაშავებულ ადამინებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ტერორისტული საფრთხის დაძლევა, მილიონობით ადამიანის დახმარება, რომლებმაც სახლები დაკარგეს, მხოლოდ მსოფლიოს საზოგადოების გაერთიანებით შეიძლება. რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, ჩვენ ყველამ ვნახეთ, ის საშინელება რაც ცოტა ხნის წინ პარიზში მოხდა. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაშავებულ ადამიანებს. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ ძალების გაერთიანების ინიციატივით ,რათა ეფექტურად ვებრძოლოთ ტერორისტულ საფრთხეს”, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები