გორში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება – ამის შესახებ დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გამგეობის თანამშრომლებმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმა სოფლებში დაზიანებული სახლები დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების დროებითი გადახურვის მიზნით მოსახლეობას სპეციალური ტენტები დაურიგდა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სარდაფებიდან და ეზოებიდან უკვე ამოიტუმბა წყალი. სახურავების შეკეთება უახლოეს დღეებში, სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება. ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის 30 – ზე მეტ სოფელში სახლის სახურავები დააზიანა, მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა უხვმა ნალექმაც. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები