ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში 30 ნოემბერს ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთს 30 ნოემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “იზვესტია” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ტერაქტამდე იყო დაგეგმილი და პუტინი მის გადადებას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტი გაერთიანეული ერების ორგანიზაციის კლიმატის სამიტს დაესწრება,რომელიც საფრანგეთში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიების განხორციელების გამო ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და საზღვარი ჩაკეტილია. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს 129 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 350-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები