თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.

რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე (თერჯოლასთან ახლოს) და 293-ე (სენაკის შესასვლელთან) კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები