პარლამენტის შენობასთან ფრანგი ხალხის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
თბილისში პარლამენტის შენობასთან საფრანგეთში, ტერაქტების შედეგად გარდაცვლილების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. მხარდასაჭერი აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა.
საქართველოს მოქალაქეებმა ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეები ტერაქტებს გმობენ და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ქართველებთან ერთად აქციაზე უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის, თბილისში მცხოვრები ფრანგები იმყოფებიან.
პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ასევე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ. პარლამენტის შენობასთან მისულებმა სახეზე საფრანგეთის დროშები დაიხატეს. შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით ტერორიზმი მსოფლიოს მთავარი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.