ოთარ დანელია: ტერორიზმი თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს ფრანგ ხალხს.
“ტერორიზმი თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მას არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. იგი მიმართლია დემოკრატიული სახელმწიფოსა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ”, – აცხადებს ოთარ დანელია.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად 128 ადამიანი დაიღეპა. დაშავებულია 600-მდე მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები