საქართველოს რამდენიმე რეგიონი სტიქიას ებრძვის – შუახევის მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მოძრაობა შეფერხებულია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხაშურთან, ოსიაურის მონაკვეთზე, სადაც მდინარე სურამულამ გზა და ხიდი დატბორა. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალვა მხოლოდ მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის არის დაწესებული.
ქალაქ გორში წყალმა 20-მდე სახლი დააზიანა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული, თუმცა წყლის მაღალი დონის გამო ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
15-მდე ოჯახს სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაეტბორა სოფელ ახალდაბაში. ნიაღვარმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ამ დრომდე გრძელდება სენაკთან ცენტრალური ავტომაგისტრალის აღდგენა, სადაც ადიდებულმა წყალმა გზის ნაწილი ჩამოანგრია. მოძრაობა სენაკის გავლით არის ნებადართული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გახსნა საღამოს მოხერხდება. მეწყრის გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი შუახევის რაიონის სოფლები. არ არის ენელქტოენერგია.
ელექტროენერგიის პრობლემაა ქედასა და ხულოს რაიონებშიც, სადაც წყლის დონის მატებამ და მეწყრულმა პროცესებმა მოსახლეობა დააზარალა. რთული ვითარებაა აჭარაში. წვიმამ 135-მდე ოჯახი დააზარალა. უხვმა ნალექმა პრობლემები ქუთაისსაც შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები