თამარ სანიკიძე: ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე
“ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ეს არის თავდასხმა იმ ღირებულებებზე, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროს გვაერთიანებს”,-ასე შეაფასა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საფრანგეთში წუხელ, გვიან ღამით განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი ემსხვერპლა.
მინისტრმა დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა. “ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, არამედ ეს არის თავდასხმა იმ ღირებულებებზე, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროს გვაერთიანებს. მსურს მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახსა და მთელს საფრანგეთს”,-ნათქვამია მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.