გიორგი ალიბეგაშვილმა მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საფრნგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და ის თვისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა. ,,შეძრწუნებული ვარ პარიზში მოხდარი ტრაგედიით. საფრანგეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს ჩემი და თბილისის საკრებულოს სახელით თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებ. ამ მძიმე წუთებში ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საფრანგეთის მოსახლეობის გვერდით ვართ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთში ტერაქტების სერია განხორციელდა ,რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა, აქედან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა. საფრანგეთში მომხდარის გამო 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.