საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს თბილისში აქციით გააპროტესტებენ
პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს დღეს თბილისში აქციით “სოლიდარობა საფრანგეთს” გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან დღეს 18:00 საათზე ფრანგ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ და პარიზში ტერაქტების დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, გვიან ღამით საფრანგეთში ტერაქტების სერია განხორციელდა ,რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე დაშავდა, აქედან 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მომხდარში “ისლამური სახელმწიფო” დაადანაშაულა. საფრანგეთში მომხდარის გამო 3 – დღიანი გლოვა გამოცხადდა.