თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება

დღეს თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება.
როგორც „კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარიზში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდება.
პარიზში ტერორისტული თავდასხმები წუხელ განხორციელდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 128 ადამიანი გარდაიცვალა, 600-ზე მეტი კი დაშავდა.
ტერორისტული თავდასხმების გამო, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.

ოლანდმა ტერორისტულ თავდასხმებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები