გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეტის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
“თქვენო აღმატებულებავ, მთელი საქართველო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. გთხოვთ, ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები