საფრანგეთში დაღუპული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაშავებულ ან დაღუპულ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარიდან გამომდინარე, სამინისტროს ამოქმედებული აქვს ცხელი ხაზი, რომელზეც ამ დრომდე დაშავებულებისა თუ დაღუპულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება ცნობა ასევე ფრანგი სამართალდამცველებისგანაც. “ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, რომელზეც ჯერჯერობით შეტყობინება არ შემოსულა. საელჩოს აქვს ფრანგ სამართალდამცველებთან მჭიდრო კომუნიკაცია და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მათ საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ”, – განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს პარიზში საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები