გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომხდარს სასტიკად გმობს. „შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას ამ მძიმე ჟამს და ვუცხადებ მათ თანადგომას. პირადად ჩემი და საქართველოს ხელისუფლების სახელით სასტიკად ვგმობ მომხდარს. მიმაჩნია, რომ ტერორისტული აქტები პარიზში, რომელებსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ“, – გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები