გიორგი ფოფხაძე – პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების ქრონოლოგია

ქართველი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების ქრონოლოგიას აქვეყნებს.

“ყველაფერი დაიწყო 23:04 წუთზე, როცა საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” ტერორისტები შეცვივდნენ, სპექტაკლზე 10 კაცი მოკლეს და 60 ზე მეტი აიყვანეს მძევლად.. ამ დროსვე სამი აფეთქება მოხდა “შტად დე ფრანსზე”, სადაც ფეხბურთის მატში მიდიოდა საფრანგეთსა და გერმანიის ნაკრებებს შორის.
23:13 წუთზე სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გამოაქვეყნეს შარონის ქუჩაზე მიმდინარე სროლების პირველი ფოტოები; 23:15 წუთზე სროლები დაიწყო ლა ფონტენ ო რუას ქუჩაზე სადაც იყო მსხვერპლი;
23:20 წუთზე “შტად დე ფრანსის” სტადიონიდან სასწრაფოდ წავიდა პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და ძალოვანი მინისტრები და უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეხვედრა დაიწყო;
23:26 წუთზე ფრანგულმა ტელევიზიებმა გადმოსცეს 40 დაღუპულის შესახებ;
23:50 წუთზე მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში;
23:59 წუთზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა პარიზის რეგიონში, ჩაიკეტა საფრანგეთის ყველა საზღვარი და ჯარის სრული მობილიზაცია დაიწყო;
00:30 წუთზე დაიწყო ოპერაცია საკონცერტო დარბაზ “ბატაკლაბში” ტერორისტების გასანეიტრალებლად.”,- წერს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები