აშშ რუსეთს ახალი სანქციების შესახებ აფრთხილებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ქმედებები ყირიმის ანექსიად და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა,- ამის შესახებ ინფორმავიას „ბი-ბი-სი“ აშშ ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კომენტარზე დაყრდნობით აქვეყნებს. ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათ წინააღმდეგ შტატები ახალ სანქციებს დააწესებს. ყირიმში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც გააკეთა.
კერის განცხადებით, ყირიმის ანექსიის პუტინისეული ინტერპრეტაციით ის გაკვირვებული დარჩა. „მე ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებული დავრჩი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ყირიმის მოვლენების ინტერპრეტაციით. მისი განცხადებები სინამდვილეს არ შეესატყვისებოდა“,- განაცხადა ჯონ კერიმ.