დავით ბაქრაძე: არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს მთავრობასა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით დავით ბაქრაძემ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარიდან კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა მოაწერეს ხელი.
„ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ნებას, უზრუნველვყოთ და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას”, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ლაშა ტუღუშმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებიდან გამომდინარე, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები