არგენტინაში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი მისისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 6,2 შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კორდოვიდან 183 კილომეტრში მდებარეობდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ასევე, „როიტერის“ ცნობით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.