სოჭში წყალდიდობის გამო სამთავრობო თვითმფრინავი ვერ დაჯდა (ფოტოკოლაჟი)
ძლიერი წვიმის და უამინდობის გამო სოჭში ვერ დაჯდა თვითმფრინავი, რომლითაც ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სპორტის მინისტრი და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი მიფრინავდნენ. მათ ვლადიმერ პუტინთან 2016 წლის ოლიმპიადისთვის მზადების საკითხები უნდა განეხილათ. ეს თათბირი გადაიდო.
წყალდიდობა სოჭში რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ამ პირობებში გადაიდო ორი საფეხბურთო მატჩი, რომელიც ამ ქალაქში უნდა ჩატარებულიყო – ნორვეგია – ჩრდილოეთ ირლანდია და რუსეთი – სლოვაკეთი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





