ქედაში ამ დროისთვის 10 ოჯახია ევაკუირებული

საქართველოში მომხდარი სტიქია აჭარის მოსახლეობაც დააზარა. ამ დროისთვის ქედაში 10 ოჯახია ევაკუირებული. სტიქიის ეპიცენტრი დაბა მახუნცეთია, სადაც ყველაზე მეტი მეწყერული პროცესი განვითარდა.
სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის წევრები არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ. ქედას ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებს, ბათუმში პერიოდულად იწმინდება სანიაღვრე არხები, მუნიციპალიტეტებში კი გეოლოგები აქტიურად მუშაობენ.
მისი თქმით, ქედაში დანდალო – არძენაძეების გზა, ნიგაზეულისა და დიდი რიყეთის გზები ჩაკეტილია, სადაც მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ხაბაძის განცხადებით, შუქი არ მიეწოდება მაღალმთიანი აჭარის 3 ათასამდე აბონენტს. სასწავლო პროცესი კი ყველა სკოლაში აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები