პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული “საქართველოს განვითარების ფონდის” პრეზენტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება
პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული “საქართველოს განვითარების ფონდის” პრეზენტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ფონდის პრეზენტაცია კი, მისი დაბრუნების შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.
მაჭავარიანის თქმით, “საქართველოს განვითარების ფონდი” საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანია, მოქალაქეები საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა თემების განხილვაში ჩართოს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე “საქართველოს განვითარების ფონდი” ჩამოყალიბების პროცესშია და კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც საზოგადოების ცალკეულ აქტიურ წარმომადგენლებთან, ისე ორგანიზაციებთან.
“საქართველოს განვითარების ფონდი” პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავად უხელმძღვანელებს.