დავით ნარმანია: 2016 წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, გაიზრდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ნარმანია აცხადებს, რომ 2106 წლის ბიუჯეტში შემცირება მხოლოდ სპორტის მიმართულებით იქნება.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი, 2015 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, მეტი იქნება და გათვალისწინებული იქნება ყველა ის საჭიროება და პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. გარკვეული პარამეტრები ჯერ კიდევ ზუსტდება და ზუსტად ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.
შემცირება მხოლოდ და მხოლოდ იქნება სპორტის მიმართულებით, ვინაიდან ოლიმპიური ფესტივალის ღონისძიებები 2015 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ამიტომაც ეს ხარჯები 2015 წელს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, არც ამ მიმართულებით არ იქნება კლება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები