თერჯოლის რაიონში 50-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ძლიერი სტიქიის შედეგად თერჯოლის რაიონის სოფლებში: რუფოთსა და თუზში 50-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა. ასევე წყალდიდობის გამო წაღებულია გადასასვლელი ხიდები.
ამ დროისთვის თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა წყალმა წაიღო და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.