სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ბოევიკი“, ზედმეტსახელად „ჯიჰადისტი ჯონი“ მოკლეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ექსტრემისტი უპილოტო თვითმფრინავის მიერ ავიადარტყმის შედეგად გაანადგურეს.
როგორც „ბი-ბი-სის“ მაღალი რანგის ამერიკელმა თანამდებობის პირმა განუცხადა, ავიადარტყმა ქალაქ რაკის სიახლოვეს განხორციელდა და დაბომბვის შედეგად მოჰამედ ემვაზი, რომელიც ასევე „ჯიჰადისტი ჯონის“ სახელად არის ცნობილი, „დიდი ალბათობით“ განადგურებულია. ჯიჰადისტი ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც რაკეტა მოხვდა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ევმაზის დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. წარმოშობით ქუვეითელი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე „ჯიჰადისტი ჯონი“ ცნობილია იმით, რომ არაერთხელ ფიგურირებდა ვიდეორგოლებში, სადაც “ისლამური სახელმწიფო“ მძევლებს თავებს კვეთდა.