საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლიტვურ-ქართული სასაუბროს“ პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ-ქართული სასაუბროს: „გავიცნოთ ლიტვა და შევეცადოთ, ვისაუბროთ ლიტვურად“ პრეზენტაცია გაიმართა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და საქართველოში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა მიმართეს. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირებისა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი გამოხატულებაა, რაც ხელს უწყობს ლიტვის პოპულარიზაციას საქართველოში. მინისტრის მოადგილე მიესალმა მომავალში მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას სხვა ქვეყნების საელჩოების მხრიდანაც, რათა კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული ლიტვური ენის ცენტრის სტუდენტები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სასაუბროს ავტორები – საქართველოში ლიტვის ყოფილი ელჩის მეუღლე დალია პასლაუსკიენე და საელჩოს თანამშრომელი გვანცა კეშელავა. სასაუბრო საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები