ყირიმის შსს-მ დაღუპული სამხედროების საქმის გამოძიება დაიწყო

ყირიმში, სიმფეროპოლში ორი სამხედრო პირი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურები მუშაობენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჯარისკაცებს ერთი და იგივე წერტილიდან ესროლეს. უცნობი მამაკაცი სამხედრო ნაწილთან ახლოს მდებარე შენობიდან ისროდა. შენობაში რამდენიმე სნაიპერი მუშაობს. ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი ყირიმის რეფერენდუმის შედეგების გამო დესტაბილიზაციის მცდელობა ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები