საჯარო რეესტრმა ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგინა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამია, ხოლო ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორად კახა დამენია აღადგინა.
რეესტრმა ტელეკომპანიის ყოფილი დროებითი მმართველის, რევაზ საყევარიშვილის განაცხადზე, რომელიც ის, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე ტელევიზიის მართვაზე უფლებამოსილების მინიჭებას ნიკა გვარამიასთვის და კახა დამენიასთვის ითხოვდა, სარეგისტრაციო წარმოება დაასრულა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია “საქართველოს”, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატების შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები მოითხოვდნენ მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საკითხის საბოლოო განხილვამდე ამ გაჩინების მოქმედების შეჩერებას. ურთმელიძის გადაწყვეტილებით, დავით დვალს უფლებამოსილება შეუწყდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილს განჩინების ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები