ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და ეროვნული საბჭოს სპიკერს, პეტერ პელეგრინს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, გაფორმდება შემდეგი დოკუმენტები: “შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ”, “უნებრათვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების განხორციელების პროტოკოლი”, “შეთანხმება მგზავრებისა და ტვირთის საავტომობილო გადაზიდვების შესახებ”.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები