ხადური პრემიებზე: თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, წახალისების მექანიზმი უნდა არსებობდეს

პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც არის დამოკიდებული ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურ ხადურის განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მინისტრები პრემიას არ იღებენ და ასეთი რამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
“პრემია თავის არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც დამოკიდებულია ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ. უბრალო თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, თავისთავად ცხადია წახალისების მექანიზმი უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები