ძილინის პროვინციასთან მემორანდუმი გაფორმდა

საპარტნიორო ფონდმა და რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ ჩინეთის ძილინის პროვინციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ხელშეკრულება კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას გულისხმობს. ძილინის პროვინციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე მზადყოფნას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში პოტენციური პროექტების საქართველოში ერთობლივად განხორციელების შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რაჭა – ლეჩხუმისა და სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ და ძილინის უცხო ქვეყნებთან თანამეგობრობის სახალხო ასოციაციის ვიცე- მმართველმა ხუ ინიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები