მადლენ ოლბრაიტი გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში.
თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად და, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი.
მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ.
ველი ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.
ღრმა პატივისცემით, მადლენ ოლბრაიტი“ – აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები