გომბორის უღელტეხილზე თოვლის გამო მოძრაობა შეფერხებულია

გომბორის უღელტეხილზე თოვლის გამო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უსაფრთხოების ზომებისთვის საზაფხულო საბურავებით მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
რაც შეეხება დანარჩენ ავტომობილებს, მათი გადადგილება უპრობლემოდ ხორციელდება.
„ძლიერი თოვლის გამო ზაფხულის საბურავის მქონე ავტომობილებისთვის მოძრაობა შეფერხებულია, დანარჩენი ავტომობილები კი უპრობლემოდ გადადგილდებიან“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები