საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2-ის” პროცესი გადადო

“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი ხვალ დილის 11:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ განცხადება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გამწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც დაიწყო შეკითხვები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებთან.

ხვალ დილიდან სხდომა იგივე პროცედურებით გაგრძელდება. საბოლოოდ კი მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია ითხოვს შეჩერდეს ურთმელიძის მიერ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების ნორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები