თბილისში პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურ გამოყენებაზე იმსჯელეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია”.
კონფერენციას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, „გლობალური ალიანსის“ ხელმძღვანელი პირები. ასევე, უნივერსიტეტ პარიზი -7-ის სამედიცინო სკოლის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე მოწვეული იყვენე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პრაქტიკოსი ექიმები.
კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი, დოქტორი ჟან-ელი მალკინი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ანტიმიკრობულ რეზისტენტობას მსოფლიო პრობლემას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რეზისტენტური შტამები საერთაშორისო საზღვრებს არ ცნობენ და კონტინეტიდან კონტინენტძე იოლად ვრცელდებიან:
„დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება და ჩვენი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება, და პრაქტიკოსი ექიმებისათვის შესაბამისი რეკომენდაციიებისა და სენფორდის ქართული ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანლოს გაცნობაა. საქართველოში შექმნილია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს ფორმატში მომზადებულია და განხილულია ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვას საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული ინფექციები, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. ასეთი ინფექციები რთული სამკურნალოა და გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული“.
კონფერენციაზე მოწვეულ პრაქტიკოს ექიმებს სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს. სახელმძღვანელოს საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და თითქმის ნახევარი საუკუნეა თითოეული ამერიკელი ექიმისათვის ყოველდღიური მოხმარების წიგნს წარმოადგენს.
„გლობალ ალიანსი“ მხარს უჭერს ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე და მზად არიან, დაეხმარონ აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში. „სენფორდის სახელმძღვანელო პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და ითვალისწინებს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას. საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მხრივ მიზანმიმართულ და სწორ ნაბიჯს დგამს და ჩვენ, როგორც „გლობალ ალიანსი“ მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ წიგნი ქართველი პრაქტიკოსი ექიმებისთვისაც ყოველდღიური მოხმარების სახელმძღვანელოდ იქცეს. ის ხელსაყრელი და მიზანშეწონილია, როგორც ცალკეული პაციენტის, ასევე უშუალოდ, ჯანდაცვის სისტემისთვის და, რასაკვირველია, ეს მიმართულება იქნება უფრო რენტაბელური და ერთად შევუწყობთ ხელს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენებას,“ – განაცხადა ჟან-ელი მალკინმა.

„კონფერენცია „გლობალ ალიანსთან“ ერთად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია ხანგრძლივ კონსულტაციას უწევს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და გვიზიარებს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს სისტემის რეფორმებს პროცესის დროს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მათი ჩართულობა რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის საკითხებში. მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკებმა ბოლოს 70 წლის განმავლობში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ ამავედროს, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, გლობალური ჯანმრთელობის გახლავთ სწორედ, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, რაც სულ უფროდაუფრო იზრდება. სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს ძნელია ანტიბიოტიკების შერჩევა. ამავე დროს, ახალი ანტიბიოტიკების შექმნა, არც თუ ისე, სისწრაფით ხდება, როგორც სხვა „ა“ კლასის წამლების. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც С-ჰეპატიტის ელიმინაციას პროგრმასთან დაკავშირებით გააქტიურდა მუშაობა სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის, ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდა,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართა პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს პროფესორმა ელიზაბეთ ბუვემ თემაზე: „ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება“ და პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები