ეკა ბესელია: მამუკა მდინარაძის ცემის ფაქტი მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ადვოკატ მამუკა მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებაა საჭირო. ბესელია ადვოკატს სოლიდარობას უცხადებს.
„ადვოკატ მამუკა მდინარაძის ცემის ფაქტი საჭიროებს ძალიან სწრაფ, მიუკერძოებელ, ობიექტურ გამოძიებას და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც არ უნდა იყოს ის და რა რანგის არ უნდა იყოს, ვინც მონაწილეობდა ამ უკანონო ქმედებაში. მე მინდა მას  სოლიდარობა გამოვუცხადო “,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები