სოხუმის უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი – საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ გაიმართება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო დარბაზში 12-13 ნოემბერს 11 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის – „საქართველო – 2015“ – ფარგლებში სამეცნიერო-თემატური კონფერენცია: „აფხაზეთი – საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ გაიმართება.
კონფერენცია პოსტკონფლიქტური აფხაზეთის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, დემოგრაფიული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური ვითარების ანალიზს მიეძღვნება. დასახავს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის აღდგენის გზებს.
აღნიშნულ თემებზე კონფერენცია ორდღიანია.
მასში მონაწილეობას როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მეცნიერ-თანამშრომლები, ცალკეული სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ.
აღნიშნულ კონფერენციას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დუნდუა, ისტორიის დოქტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები