კოკა ყანდიაშვილი: როგორი სამწუხარო სანახაობის მომსწრე გავხდი 10 წუთის წინ – ეჰ, ზაალ, ზაალ…

ზაალ უდუმაშვილის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დროებით მმართველობაზე უარის თქმას, ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.
“ჯეელობიდან – ძალიან კეთილად ვარ განწყობილი ზალიკო უდუმაშვილის მიმართ. როგორი სამწუხარო სანახაობის მომსწრე გავხდი 10 წუთის წინ – ეჰ, ზაალ, ზაალ….
P.S. ნიკა გვარამია – ყველაფერი რომ ისე დამთავრდეს, სააკაშვილი რომ ოცნებობს – პირადად შენ ვეღარაფერი გიშველის, შე მართლა კაცუნა“, – წერს კოკა ყანდიაშვილი.
სასამართლოს მიერ დანიშნულმა “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველებმა – რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები